სასწავლო პროექტი

 ,,გადარეული გურული''  

პროექტის მთავარი იდეა: ლანჩხუთის ცენტრში წლებია ძეგლი დგას. ხუმარა გურულები ამ ძეგლს ,,გადარეულ გურულს'' ეძახიან, არადა ის ,,აჯანყებულს გურულს'' და გურულებს დაუდგეს. ამ პროექტის ფარგლებში მოსწავლეები გაიგებენ ძეგლის დადგმის ნამდვილ ისტორიას.

პროექტის აქტუალობა: შეისწავლიან ინფორმაციის მოპოვების გზებს. გამოიმუშავებენ კვლევა-ძიების და ინტერვიუს აღების ტექნიკას. გაიგებენ ძეგლის ნამდვილ ისტორიას.

პროექტის მიზნები: ჯგუფური მუშაობის, კვლევისა და თანამშრომლობის უნარის განვითარება.

მონაწილეთა ასაკი: 13–14 წელი.

ვადები/ხანგრძლივობა: 5–6 დღე.

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეების მიერ მოპოვებული ინფორმაციით შეიქმნება კედლის გაზეთი.


პტოექტისათვის საჭირო ძირითადი (რესურსები): ფოტოაპარატი, რვეული, კალამი, ფანქრები სახატავი რვეული.


პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
 1. პროექტის მიზნების გაცნობა;
2. სამოქმედო გეგმის დასახვა;
3. ჯგუფებად დაყოფა;
4. ჯგუფებისთვის დავალებების და ინსტრუქციების მიცემა:
ა. მოიძიონ ინფორმაცია რის საფუძველზე დაარქვეს ძეგლს გადარეული გურული?
ბ. ვისი მოთხოვნით დაიდგა და ვინ დადგა ძეგლი. საქართველოს ისტორიის რომელ პერიოდს უკავშირდება ამ ძეგლის შექმნის ისტორია?
5. ჯგუფების მონიტორინგი;
6. პროექტის ფარგლებში მოძიებული ინფორმაციის დახარისხება;
7. პროექტის პრეზენტაცია;
8. პროექტის შეფასება.

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფეფთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:  ისტორია.

პროექტის ხელმძღვანელი: ო. ვადაჭკორია.

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: ovadachkoria7@gmail.com

Комментариев нет:

Отправить комментарий